როდის დაიწყება რუსთაველის გამზირის განახლების სამუშაოები? - "რადიკალურად შეიცვლება, იქნება ახალი დიზაინით და ყველანაირად კომფორტული"
თბილისის მერია რუსთაველის გამზირის განახლებას გეგმავს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რუსთაველის გამზირზე გზა არის ამორტიზებული, მძიმე მდგომარეობაშია, ხშირია დაზიანებები და გზის ჩავარდნის შემთხვევები. კალაძის განმარტებით, სამუშაოები ალბათ მაისში დაიწყება. აღნიშნული განცხადება კახა
კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.