ნაპოვნია 15 მილიონი დოლარის ღირებულების 100 კილოგრამი კოკაინი - ნარკოტიკი პოლონელმა მესაზღვრეებმა ბალტიის ზღვის ფსკერზე აღმოაჩინეს - დაკავებულია 7 პირი
პოლონელმა მესაზღვრეებმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის ოპერაციის ჩატარების დროს, ბალტიის ზღვის ფსკერზე 100 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს. ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" პოლონეთის სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
15 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკის აღმოჩენასთან დაკავშირებით დაკავებულია შვიდი ადამიანი. მათ 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სასაზღვრო სამსახურმა ნარკოტიკი პოლონეთის ჩრდილოეთ ნაწილში, გდანსკის ყურეში იპოვა.