loader

"ძალიან კარგი სიახლის შესახებ მინდა მივაწოდო ინფორმაცია დედაქალაქის მოსახლეობას" - კახა კალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან კარგი სიახლის შესახებ მინდა მივაწოდო ინფორმაცია დედაქალაქის მოსახლეობას" - კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით „თბილსერვის ჯგუფს“, რომელიც დედაქალაქში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და გადამუშავებას უზრუნველყოფს, ახალი მომსახურება ემატება.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალი მომსახურებით, მოქალაქეებს სამშენებლო-სარემონტო, ძველი ავეჯის, მწვანე ნარჩენების და სხვა სახის ნარჩენების გატანა შევძლებთ როგორც ცხელ ხაზზე დაკავშირებით, ისე ონლაინ პლატფორმის მეშვეობით.

მისი თქმით აღნიშნული მომსახურებას არანაირი კომერციული და დიდი ამონაგების მიზნები არ აქვს. მისი შეფასებით, მოქალაქეებს 1 კუბური მეტრის მსგავსი ნარჩენის გატანა 9 ლარი დაუჯდებათ.