loader

შსს “ტვ პირველის" ახალი ამბების ოპერატორთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს “ტვ პირველის" ახალი ამბების ოპერატორთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ტვ პირველის" ახალი ამბების ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას.

მანამდე "ტვ პირველის" ოპერატორის ლაშა ჯიოშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ გაავრცელა.

მელაძის ინფორმაციით, ლაშა ჯიოშვილი "სავარაუდოდ პოლიციელებმა გაიტაცეს", მაშინ, როდესაც აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. როგორც მელაძე წერდა, უცნობია მისი ადგილსამყოფელი. ნოდარ მელაძის ინფორმაციით, დაუკავშირდნენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც.