“ტვ პირველის" ახალი ამბების ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი, სავარაუდოდ, პოლიცილებმა გაიტაცეს” - ნოდარ მელაძე
"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ინფორმაფიით, ახალი ამბების ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი "სავარაუდოდ პოლიციელებმა გაიტაცეს".
მისივე ინფორმაციით, ის სახლში ბრუნდებოდა აქციის შემდეგ, რა დროსაც აღნიშნული ფაქტი მოხდა.
ნოდარ მელაძე მოუწოდებს შსს-ს , დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ლაშა ჯიოშვილი.
"თბილისში ელბაქიძის აღმართის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, ტელეკომპანია პირველის ახალი ამბების სამსახურის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი. ლაშა საპროტესტო აქციის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ის, სავარაუდოდ პოლიცილებმა გატაცეს. ტვ პირველის იურისტი ცდილობს დაადგინოს მომხდარის გარემოებები.
ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია ლაშა ჯიოშვილის ადგილსამყოფელი. - შს სამინსიტრო კავშირზე არ გამოდის.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყონებლივ გაათავისუფლოს ტვ პირველის ოპერატორი", - წერს ნოდარ მელაძე "ფეისბუქზე".
ამასთან, ადვოკატის თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, ლაშა ჯიოშვილი "არცერთ იზოლატორში არ არის" და მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
"ინტერპრესნიუსი" დეტალების გარკვევას შს სამინისტროში ცდილობს.