loader

"ბარემ უკუსვლით იქნებ მურვან ყრუს მიერ ჩადენილ დანაშაულებებამდეც მივაღწიოთ" - რას წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბარემ უკუსვლით იქნებ მურვან ყრუს მიერ ჩადენილ დანაშაულებებამდეც მივაღწიოთ" - რას წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"რა კარგია, ისეთ ქვეყანაში რომ ვცხოვრობთ, სადაც მიმდინარე ყოველდღიურობა ისეთი ჰარმონიულია და ისეთი კეთილდღეობა სუფევს, იმდენად შემოგველია კრიმინალი, რომ შესაბამისმა უწყებებმა უსაქმურობისგან რომ არ მოიწყინონ, 15-20 წლის წინანდელი საქმეების გამოძიება გადაწყვიტეს.

ამ პერიოდს რომ გამოვიძიებთ, მერეც რამით ხომ უნდა დაკავდნენ და ბარემ უკუსვლით იქნებ მურვან ყრუს მიერ ჩადენილ დანაშაულებებამდეც მივაღწიოთ. თორემ ისე რა უნდა აკეთონ? ჩვენც სხვა ქვეყნებივით რომ გვქონდეს გამოსაძიებელი, მაგალითად, ვინ დატოვა შენობების დემონტაჟის მერე შემოუღობავი ტერიტორია და ბავშვების დაღუპვა გამოიწვია; ვინ დასდევდა და სასიკვდილოდ იმეტებდა ადამიანებს ქუჩა-ქუჩა, მათ შორის ჟურნალისტებს; ვინ უშვერდა ადამიანებს პირდაპირ სახეში მომწამლავ აირებს, ყოველგვარი საერთაშორისოდ აღიარებული წესების და დისტანციის დაცვის გარეშე; ვინ სვამს ციხეში ადამიანებს ყოველგვარი ჩანაწერების და მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, მაშინ ამ ამბებით დაინტერესდებოდნენ და გამოიძიებდნენ, მაგრამ რომ არ ხდება ჩვენთან?!

ჩვენს ქვეყანაშიც რომ იყოს, მაგალითად, მოშიმშილე პატიმარი ქალი ჟურნალისტი, რომლის მიერ სილის გაწვნით შევარდისფერებული ლოყა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ძვლებდალეწილი ახალგაზრდები და თხრილში ჩავარდნილი ბავშვების სიცოცხლე (და რომელზეც კლინიკის დირექტორმა ახლობლებს ურჩია, შეწყვიტოს შიმშილობა, თორემ ცუდი ამბავი მოხდებაო და მეტი სათქმელი არაფერი ქონდა), ხომ გაითვალისწინებდნენ ამდენი ადამიანის პროტესტს? ჩვენთანაც რომ იყოს რომელიმე გამოუძიებელი საქმე, ეს ხალხი ხომ ყველაფერს გამოიძიებდა და მოწყენილობისგან 15 წლის წინანდელი ამბებით არ დაკავდებოდა... " - წერს მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.