რას ამბობს კახა კალაძე გავრცელებულ კადრებზე, რომლებშიც ჩანს, როგორ ესვრიან სალომე ზურაბიშვილსა და გიორგი გახარიას კვერცხებს?
კვერცხების სროლა, ნებისმიერი შეურაცხყოფა ჩემთვის მათგან განსხვავებით, მიუღებელია - არსებობს კანონი, რომელიც კიდევ უფრო მკაცრდება და ღალატისთვის ყველა დამნაშავეს მოუწევს პასუხისგება, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ კადრებს, სადაც ჩანს, რომ გარკვეული პირები მიუნხენიდან დაბრუნებულ საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერს, გიორგი გახარიას კვერცხებს ესვრიან.
კალაძის თქმით, მათ კონკრეტული ფაქტები აქვთ “იმასთან დაკავშირებით, როგორ ჩადიოდნენ დანაშაულს და ღალატს ქვეყნის წინააღმდეგ”.