loader

"გაოგნებული ვარ, ეს იყო პირდაპირი წაქეზება" - რას ამბობს შალვა პაპუაშვილი მზია ამაღლობელის მიერ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილებაზე და ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გაოგნებული ვარ, ეს იყო პირდაპირი წაქეზება" - რას ამბობს შალვა პაპუაშვილი მზია ამაღლობელის მიერ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილებაზე და ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე?

კარგია, რომ მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა - ვინც მას მეგობრობას ეფიცებოდა, სინამდვილეში მის იარაღად გამოყენებას ცდილობდა, არა მხოლოდ ქართველები, არამედ ზოგიერთი უცხოელიც,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიერ შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილი ამაღლობელთან დაკავშირებით ელჩებს, მათ შორის ევროკავშრის ელჩს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ნაცვლად იმისა, რომ ელჩს ამაღლობელისთვის მიემართა, შიმშილობა შეეწყვიტა, ვნახეთ წაქეზება, რომ „ადამიანს საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება გაეგრძელებინა“.