loader

"როდესაც "ქართული ოცნება" საუბრობს “სამშობლოს ღალატზე”, აქ რეალურად იგულისხმება..." - რას ამბობს გია ხუხაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როდესაც "ქართული ოცნება" საუბრობს “სამშობლოს ღალატზე”, აქ რეალურად იგულისხმება..." - რას ამბობს გია ხუხაშვილი?

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს:

"როდესაც "ქართული ოცნება" საუბრობს “სამშობლოს ღალატზე”, აქ რეალურად იგულისხმება “ბიძინას ღალატი”,

რადგან ხელისუფლებაში მოკალათებული სუბიექტებისთვის სამშობლო არის არც მეტი, არც ნაკლები - საკუთარი კეთილდღეობის მოპოვების წყარო, რაც ბუნებრივია ბიძინა და მხოლოდ ბიძინაა.

ასე რომ - “ვამბობთ სამშობლოს, ვგულისხმობთ ბიძინას…ვამბობთ ბიძინას, ვგულისხმობთ სამშობლოს" - წერს გია ხუხაშვილი.