"რა იყო გასაპროტესტებელი? მამა რომ გარდამეცვალა, დასაფლავებიდან მესამე დღეს სცენაზე ვიდექი" - რას პასუხობს ხვიჩა მაღლაკელიძე ხალხს, რომლებიც "იუმორინადან" გამოსულებს ტრანსპარენტებით დახვდნენ
ხვიჩა მაღლაკელიძემ "ამბები.ge" -სთან "იუმორინას" დასრულების შემდეგ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრა:
"რა გეკონცერტებათო? - არ შეიძლება ერთის მეორესთან დაკავშირება. როდესაც მამა გარდამეცვალა, დასაფლავებიდან მესამე დღეს სცენაზე ვიდექი. იმიტომ რომ ხელოვანი კაცი ვარ და სცენა ჩემი ყველაფერია. მაყურებელს ერთი წამით არ უგრძნია, რომ მე ჩემი გლოვა მქონდა. ამაზე დიდი გლოვა არ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, როდესაც მშობელს კარგავ.
არ ვიცი რა გითხრათ, ცუდია რომ მოვიდნენ, ისიც ძალიან ცუდია, რომ ესენიც აქედან შუა თითს უჩვენებდნენ. საზიზღრობაა, ისეთი, რომ მეტი არ შეიძლება. ამ სამ მილიონიან ქვეყანაში, რომ ერთი მეორეს რაღაცას უპროტესტებს, დედას აგინებს და ის მერე შუა თითს უჩვენებს, ეს არის საზიზღრობა." - ამბობს ხვიჩა მაღლაკელიძე.