"კიდევ ერთი სტუდენტის უდროოდ ჩამქრალი სიცოცხლე" - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
"მარიამ სტურუა... კიდევ ერთი სტუდენტის უდროოდ ჩამქრალი სიცოცხლე.....მძიმეა უნივერსიტეტისთვის ეს დანაკარგი, რადგან ჩვენს კედლებში აღზრდილი თითოეული მათგანი ჩვენი განუყოფელი ნაწილი, ხვალინდელი დღე და იმედისმომცემი უკეთესი მომავალია. სამწუხაროა, როცა იკარგებიან ასეთი ახალგაზრდები...
გაუხუნარია მათზე მოგონება...გულწრფელ თანაგრძნობასა და სამძიმარს ვუცხადებთ მარიამის ოჯახს.
ღმერთს ებარებოდეს!" - წერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი