loader

"ახლა ჩემი ცოლი ზის და ფიქრობს" - რას წერს ნიკა გვარამია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახლა ჩემი ცოლი ზის და ფიქრობს" - რას წერს ნიკა გვარამია

"წულუკიანის შეშლილ “კომისიაზე” უთქვამთ, გვარამიამ ისკანდერის ბომბი დაკარგაო. უნდა დავიბაროთ და დავკითხოთ მაგ საკითხზეო. ახლა ჩემი ცოლი ზის და ფიქრობს, ბომბის მითვისებაზე თუ დამიჭირეს, რა მიწეროს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ არ ჩათვალონ, რომ გააფრინა", - წერს ნიკა გვარამია.

საერთაშორისო სასამართლოებს სჭირდება მტკიცებულებები. ერთია შეფასებები, ერთია ის, რაც საქართველოს მოსახლეობამ შეიძლება იცოდა, რეალურად რა მოხდა 2008 წელს, თუმცა, ამ სიმართლის დადგენა, ჩვენი ქვეყნის სიმართლის დადგენა აუცილებელი იყო მტკიცებულებით და სამწუხაროა ის გარემოება, რომ მთელ რიგ საქმეებზე, მტკიცებულება არ იყო საქმეში, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

ძამაშვილის თქმით, „ისკანდერი“ რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის 12 აგვისტოს, მაშინ გამოიყენა, როდესაც ქართულ მხარეს უკვე შეწყვეტილი ჰქონდა საბრძოლო მოქმედებები და გორში მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა. წაიკითხეთ ვრცელად: