"ივანიშვილს ვპირდებით, რომ დაკარგავს მისთვის ყველაზე ძვირფასს!" - ბრიფინგი გიორგი გახარიას პარტიაში
ზუსტად იცის ივანიშვილმა, რომ გიორგი გახარია პერსონალურად მას არ აპატიებს საქართველოს ღალატს და სწორედ ამიტომაა მასზე ასე გადამტერებული. ეს ისტერია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგია, სადაც წელს პირველად, საქართველოდან არც ერთი ოფიციალური პირი არ ყოფილა მიწვეული, ხოლო ქართველი ხალხის ინტერესს გიორგი გახარია და სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდნენ, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი “მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგებს აუცილებლად გამოცდის საკუთარ თავზე”.