loader

"გიგას ტელეფონი ვიპოვეთ" - რას ჰყვება თბილისში დაკარგული ბიჭის დედა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გიგას ტელეფონი ვიპოვეთ" - რას ჰყვება თბილისში დაკარგული ბიჭის დედა?

24 წლის გიგა და­უშ­ვილს ოჯა­ხის წევ­რე­ბი კვლავ ეძე­ბენ. გიგა სახ­ლი­დან 9 თე­ბერ­ვალს გა­ვი­და და მას შემ­დეგ მისი კვა­ლი და­ი­კარ­გა. მისი ტე­ლე­ფო­ნი მაშ­ვე­ლებ­მა ბო­ლოს დიღ­მის ჭა­ლებ­ში იპო­ვეს.

სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში პო­ლი­ცია და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რია ჩარ­თუ­ლი. რო­გორც ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, მაშ­ვე­ლებ­მა დე­ტა­ლუ­რად და­ათ­ვა­ლი­ე­რეს მტკვრის ის უბა­ნი, მთე­ლი პე­რი­მეტ­რი გარ­შე­მო, სა­დაც გი­გას ტე­ლე­ფო­ნი იპო­ვეს, თუმ­ცა ამ დრომ­დე მის კვალს ვერ მი­აგ­ნეს.ნა­ხეს.

AMBEBI.GE გი­გას დე­დას, ნა­თია და­უშ­ვილს ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ მაშ­ვე­ლებ­მა და­უ­ღა­ლა­ვად იშ­რო­მეს მტკვარ­ზე და მათ დიდ მად­ლო­ბას უხ­დის. მი­სი­ვე თქმით, ამ­ჟა­მად კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლი­ცია სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბას ელო­დე­ბა.

ნა­თია და­უშ­ვი­ლი, გი­გას დედა:

"არ ვიცი, რა ვთქვა, სად ვე­ძე­ბო ჩემი გიგა. ჩემი დამ­ძი­მე­ბუ­ლი გუ­ლით მა­ინც ვხე­დავ­დი ყვე­ლა­ფერს, რო­გორ ეძებ­დნენ მაშ­ვე­ლე­ბი ჩემს შვილს. ხალ­ხო, ეს მაშ­ვე­ლე­ბი ვინ ყო­ფი­ლან, არ ვიცი, რო­გორ გა­და­ვუ­ხა­დო მად­ლო­ბა. არა­ვის ენა­ხოს ეს უბე­დუ­რე­ბა, რო­გორ სცოდ­ნი­ათ გვერ­დში დად­გო­მა. სა­დაც ტე­ლე­ფო­ნი იპო­ვეს, დი­ღომ­ში, იქ ვერ ვი­პო­ვეთ გიგა. ჩემს შვილს ჰქონ­და ასე­თი თვი­სე­ბა - რო­დე­საც ტე­ლე­ფო­ნი და­უჯ­დე­ბო­და, ერთი დღე კი არა, 1-2 სა­ათ­ში სხვი­სი ნომ­რი­დან და­მი­რე­კავ­და, მე­ტყო­და, დე, მე ვარ, ტე­ლე­ფო­ნი და­მიჯ­და და არ ინერ­ვი­უ­ლოო. ვიცი ჩემი შვი­ლის ხა­სი­ა­თი ისე, რო­გორც არა­ვინ. ჩემი შვი­ლი ცო­ცხა­ლი რომ იყოს, ხმას მო­მაწ­ვდენ­და, არ­სად ჩანს და დღეს უბ­რა­ლოდ პო­ლი­ცი­ას­თან მაქვს კი­თხვე­ბი. იქამ­დე თუ მი­ვაღ­წიე, უნდა მი­ვი­დე, კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რებ­ზე სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბას ელო­დე­ბი­ან, უბ­რა­ლოდ, დრო იწე­ლე­ბა და ამას ძა­ლი­ან გან­ვიც­დი. განაგრძეთ კითხვა>>>