loader

სკანდალური "იუმორინა", რა ხდებოდა კონცერტის დამთავრების შემდეგ - "რა გაცინებთ? დედები არ ხართ?" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკანდალური "იუმორინა", რა ხდებოდა კონცერტის დამთავრების შემდეგ - "რა გაცინებთ? დედები არ ხართ?"

"ბა­ტო­ნო კარ­გია, ხომ შვი­ლი რომ კარ­გად გყავთ", "გუ­შინ ბა­თუმ­ში ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ ორი ბავ­შვი მოკ­ლა, რა გამ­ღე­რებთ, რა გა­ცეკ­ვებთ, რა დროს იუ­მო­რი­ნაა“, „რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ხალხნო ემ­პა­თია არ გქონ­დეთ, 4 და 6 წლის ბავ­შვე­ბი ჯართს ეძებ­დნენ" - ამ შე­ძა­ხი­ლე­ბით დახ­ვდნენ გუ­შინ ფი­ლარ­მო­ნი­ი­დან გა­მო­სულ მა­ყუ­რე­ბელს აქ­ტი­ვის­ტე­ბი. ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი, რომ­ლე­ბიც "იუ­მო­რი­ნას" კონ­ცერტს ტო­ვებ­დნენ, აქ­ტი­ვის­ტებს შუა თითს უჩ­ვე­ნებ­დნენ.

"იუ­მო­რი­ნა 2025" სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­ცერ­ტი ერთხელ უკვე გა­და­ი­დო. მა­შინ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია: "ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, გაც­ნო­ბებთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, "იუ­მო­რი­ნა 2025"-ის 14 და 15 დე­კემ­ბერს და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტე­ბი გა­და­ტა­ნი­ლია 15 და 16 თე­ბერ­ვალს".

ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძე "იუ­მო­რი­ნას" ერთ-ერთი ვე­ტე­რა­ნი წევ­რია. ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ გლო­ვა­საც თა­ვი­სი ად­გი­ლი აქვს და ხალ­ხის ხა­სი­ათ­ზე მოყ­ვა­ნა­საც. განაგრძეთ კითხვა