loader

"მანქანას აკეთებდნენ და ბავშვებიც მათთან იყვნენ..." - რას ამბობს ოჯახის ახლობელი ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მანქანას აკეთებდნენ და ბავშვებიც მათთან იყვნენ..." - რას ამბობს ოჯახის ახლობელი ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე

ბა­თუმ­ში, ე.წ ოც­ნე­ბის ქა­ლაქ­ში უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 3 და 6 წლის ბავ­შვე­ბი და­ი­ღუპ­ნენ.

რო­გორც აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს დე­პუ­ტატ­მა, რა­მაზ ჯინ­ჭა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ბავ­შვე­ბი იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სა­ი­და­ნაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­სახ­ლე­ბა და ბი­ნე­ბით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოხ­და. მი­სი­ვე თქმით, ბავ­შვე­ბი გა­სახ­ლე­ბულ ერთ-ერთ მო­ქა­ლა­ქის კუს­ტა­რუ­ლად გა­კე­თე­ბულ სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო თხრილ­ში ჩაც­ვივ­დნენ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვებს მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ. ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ ბავ­შვე­ბი ჯართს აგ­რო­ვებ­დნენ, რა დრო­საც უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და.

თუმცა ამ ინფორმაციას ერთ-ერთი გარდაცვლილი ბავშვის ბაბუა არ ადასტურებს. ამბობს, რომ ის მანქანას აკეთებდა და ბავშები მასთან იყვნენ.

მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ასევე უარყოფს ოჯახის ახლობელი. ის წერს, რომ ოჯახს არ უჭირდა და ბავშვები ჯართის შესაგროვბლად არ იყვნენ გასულები.

და­ღუ­პუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბი მე­ზობ­ლე­ბი იყ­ვნენ. ერთ და­ღუ­პუ­ლი გვა­რად შა­ი­ნი­ძეა, მე­ო­რე კი ცე­ცხლა­ძე.