"ვიფიქრე, გადაივლის გლოვის დღეები და მერე გავცემ პასუხს იმ ადამიანებს, ვისაც მოხვდათ ჩემი ბოლო სტატუსი, მაგრამ რახან “დაჟინებული მოთხოვნაა,” გიპასუხებთ!" - "ქართული ოცნების" წევრი ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე
აჩიკო ბერიძე ბათუმში მომხდარ ტრაგედიას დაკავშირებით წერს:
"ვიფიქრე გადაივლის გლოვის დღეები და მერე გავცემ პასუხს იმ ადამიანებს ვისაც მოხვდათ ჩემი ბოლო სტატუსი. მაგრამ რახან “დაჟინებული მოთხოვნაა” გიპასუხებთ.მოხვდათ ეს ჩემი “უჯიშოები” ოლე ოლას უბადლო შემსრულებლებს, კუბოების დამწველებს, ცეცხლი ოლიგარქიას შემქმნელებს და კანონის ორმაგი სტანდარტების მომრგებებს, არადა სტატუსში გარკვევვით აღვნიშნე:
“ ვინც იყენებთ ამ ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვისთქო”- ხოდა თუ იყენებთ კი ვადასტურებ ჩემს სიტყვებს, უჯიშოები ხართ და თუ ემიჯნებით და მართლები ხართ სინდისთან ასე რატომ აღშფოთდით ძვირფასებო?! საკუთარ თავებზე რატო მიიღეთ? კონკრეტულად ვის რა ინტერესი აქვს რისთვის აკეთებს ამას მე არ ვიცი მაგრამ ნელ-ნელა ხომ ყველაფერს ნათელი ეფინება?!ის ხომ გამოჩნდა რა მასშტაბების
დაფინანსებებით (მრავალ მილიონიანი) ძირს უთხრიდნენ USAID და სხვა ევროპული გრანტებით გამდიდრებული მამულიშვილი ენჯეოშნიკები ქვეყანას. ეს ხომ ჩვენ არ მოგვიგონია კაცო, გაგიკვირდებათ და დასავლეთმა ამხილა ისინი, იმ დასავლეთმა ასე რომ
“ვშორდებოდით მას ”.ეს ბობოლა დაფინანსებულები გავიგეთ რისთვისაც “იბრძვიან” და იხოკავენ სახეს, მაგრამ დანარჩენებს რა პატარ პატარა ინტერესები გამოძრავებთ ამათ ასე ბრმა მიმდევრებად რომ დარჩით?! - ალბათ ვიღაცას ევროპაში პოლიტიკურ დევნილად ჩაბარების იმედი
აქვს, ვიღაცას წვრილი კუპიურების მიღების, ვიღაცას კიდევ სხვა პატარა პირადი ინტერესები, ზოგადად ამ სოციალურ ქსელში ბაბლის მიერ შექმნილმა ილუზიამ და ერთმამეთის ტაშის კვრამ იცის დიდი მოლოდინების შექმნა და მერე უეცრად მოაქვს მტკივნეული ფრუსტრაცია.
მხოლოდ ისღა დამრჩენია გამძლეობა გისურვოთ", - წერს ბერიძე.