loader

აქციის მონაწილეებმა, წუთიერი დუმილით ქაშუეთის ტაძართან, ბათუმში დაღუპული ბავშვების ხსოვნას პატივი მიაგეს - გადაიკეტა რუსთაველის გამზირი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აქციის მონაწილეებმა, წუთიერი დუმილით ქაშუეთის ტაძართან, ბათუმში დაღუპული ბავშვების ხსოვნას პატივი მიაგეს - გადაიკეტა რუსთაველის გამზირი

პარლამენტის მიმდებარედ საპროტესტო აქცია გრძელდება. ქაშუეთან შეკრებილმა მომიტინგეებმა საავტომობილო გზა დაიკავეს.

მანამდე, ქაშუეთის ტაძართან შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ორი ბავშვის ხსოვნას.

მოქალაქეებმა ქაშუეთის ტაძართან ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად ყვავილებიც მიიტანეს და სანთლები დაანთეს.

ასევე, პარლამენტთან აქციის მონაწილეებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტერიტორიიდან საპროტესტო მარში შეუერთდა.

ასევე, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს მდუმარე მსვლელობით შეუერთდნენ ზოგადოებრივი მაუწყებელთან შეკრებილები.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები უკვე 81-ე დღეა უცვლელი მოთხოვნებით - ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება - იკრიბებიან.