loader

“ტეხავს როდესაც სხვების შვილების უბედურებაზე შოულობ ფულს, რომლითაც კვებავ შენს შვილებს” - ნიკა მელია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ტეხავს როდესაც სხვების შვილების უბედურებაზე შოულობ ფულს, რომლითაც კვებავ შენს შვილებს” - ნიკა მელია

"ტეხავს, როდესაც მწუხარების ნაცვლად, მესიჯბოქსის მოლოდინში ხარ, როგორ გაამართლო დანაშაული, როგორ იკადრო უკადრებელი," - ამის შესახებ ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

"ყოველი ასეთი ტრაგედიის დროს, ახალი ძალით ვლინდება სხვა უბედურებაც.

'ხელისუფლების’ მიერ დაქირავებული ტროლ-ბოტები თუ რეალური ტიპები, ურცხვად და უტიფრად ამართლებენ ‘ხელისუფლების’ დაუდევრობას თუ დანაშაულს.

ტეხავს, როდესაც მწუხარების ნაცვლად, მესიჯბოქსის მოლოდინში ხარ, როგორ გაამართლო დანაშაული, როგორ იკადრო უკადრებელი.

ტეხავს როდესაც სხვების შვილების უბედურებაზე შოულობ ფულს, რომლითაც კვებავ შენს შვილებს.

ოდნავ გვერდიდან შეხედონ თავის თავს. ან მომავლის გადასახედიდან შეხედონ ამ ყველაფერს და მხოლოდ დღევანდელი დღიდან და სარგებლიდან გამომდინარე ნუ შეაფასებენ."

ცნობისთვის, ბათუმში, უბედურ შემთხვევას 3 და 6 წლის ბავშვები ემსხვერპლნენ. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ, რომელიც წყლით იყო სავსე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.