loader

“სიტყვებით რთულია გადმოსცე ის ტრაგედია, რომელიც “ოცნების ქალაქში” დატრიალდა” - ბათუმში, უბედური შემთხვევის ადგილზე, სადაც 3 და 6 წლის მოზარდები დაიღუპნენ, თორნიკე რიჟვაძე მივიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“სიტყვებით რთულია გადმოსცე ის ტრაგედია, რომელიც “ოცნების ქალაქში” დატრიალდა” - ბათუმში, უბედური შემთხვევის ადგილზე, სადაც 3 და 6 წლის მოზარდები დაიღუპნენ, თორნიკე რიჟვაძე მივიდა

ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქში, სადაც უბედური შემთხვევის შედეგად 3 და 6 წლის მოზარდები დაიღუპნენ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მივიდა.

თორნიკე რიჟვაძემ გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძირა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

მანამდე თორნიკე რიჟვაძემ განცხადრბა სოციალურ ქსელში გაავრცრლა:

“უმძიმესი ღამეა. სიტყვებით რთულია გადმოსცე ის ტრაგედია, რომელიც “ოცნების ქალაქში” დატრიალდა. დაიღუპა ორი არასრულწლოვანი. უბედური შემთხვევის დეტალებს გამოძიება სწავლობს.

ვუსამძიმრებ ოჯახებს, შეუძლებელია სანუგეშო სიტყვების პოვნა ასეთ დროს. ჩვენ მათ გვერდით ვართ”,- ნათქვამია თორნიკე რიჟვაძის განცხადებაში.

ცნობისთვის, ბათუმში, უბედურ შემთხვევას 3 და 6 წლის ბავშვები ემსხვერპლნენ. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ, რომელიც წყლით იყო სავსე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.