"უდიდესი ტკივილი, უმძიმესი ტრაგედია" - ნინო წილოსანი
უდიდესი ტკივილი, უმძიმესი ტრაგედია. ვიზიარებ ოჯახის და ახლობლების მწუხარებას - წერს ნინო წილოსანი.
ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქში, სადაც უბედური შემთხვევის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა, ადგილობრივი მთავრობის წევრები მივიდნენ.
ადგილობრივებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკებაა.
ადგილობრივი მთავრობის წევრების ინფორმაციით, ბინების მშენებლობა აღნიშნულ ტერიტორიაზე არ მიმდინარეობდა, რაც შეეხება ფაქტს, მათივე განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს.
„ხალხს ტრაგედია აქვს და გვერდში დავუდგეთ მოვედი, გამოძიება დაადგენს რა მოხდა. თხრილები ცალკეა მშენებლობა კი ცალკე, სამშენებლო მოქმედება დაწყებული ჯერ არ არის”,- აცხადებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი თავდგირიძე.