loader

უმძიმესი ტრაგედია ბათუმში - ორი არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი ტრაგედია ბათუმში - ორი არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად 3 და 6 წლის ბავშვები დაიღუპნენ.

როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა რამაზ ჯინჭარაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ბავშვები იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, საიდანაც მოქალაქეების გასახლება მოხდა.

მისი თქმით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ.

“უბედური შემთხვევა მოხდა. ბავშვები თხრილში ჩავარდნენ, რომელიც კუსტარულად იყო მოწყობილი და იქ კანალიზაცია ჩაედინებოდა. ძველი სახლები რომ დაინგრა, იქ მოხდა შემთხვევა. ბავშვები მეზობლები იყვნენ. ორივე პროზექტურაშია გადასვენებული”,- აღნიშნა მან.

არსებული ინფორმაციით, ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ.