loader

„არა რუსულ დიქტატურას“, „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ - ამ სლოგანით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„არა რუსულ დიქტატურას“, „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ - ამ სლოგანით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა

„არა რუსულ დიქტატურას“, „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“, - ამ სლოგანით რუსთაველის­ გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიწყო.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

მოქალაქეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლამდე ორ ლოკაციაზე - ევროპის მოედანზე და მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. უწყვეტი პროტესტის მე-80 დღესაც მოთხოვნა უცვლელია - ხელახალი არჩევნების დანიშვნა და აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლება. საპროტესტო აქციაზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა.

აქციის მონაწილეებს სხვადასხვა წარწერებით ბანერები - „რუსეთი ჩვენი საერთო მტერია“, „ახალ და სამართლიან არჩევნებს ვითხოვთ“, „სიტყვის თავისუფლება არ დათმო“, „თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა ტყვეს“ - უჭირავთ.

„ჩვენი მარში აქ დასრულდა. სამწუხაროდ, სცენის გაკეთების საშუალება არ მოგვცეს, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. თუმცა, ცოტა ხანში, გაკეთდება პატარა სცენა, სადაც გაგაცნობთ პატიმრების წერილებს”, - მიმართა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს.