loader

დღეს თბილისსა და რეგიონებში აქციები გაიმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დღეს თბილისსა და რეგიონებში აქციები გაიმართება

პროტესტის მე-80 დღეს, თბილისსა და რეგიონებში აქციები გაიმართება.

კერძოდ, თბილისში, 18:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება აქცია „საჯარო მოსამსახურეები უსამართლო სისტემის პირისპირ!“. აქციის მონაწილეები მოგვიანებით მსვლელობას შეუერთდებიან.

18:00 საათიდან, ევროპის მოედნიდან მსვლელობა: „არა რუსულ დიქტატურას!"

19:00 საათზე, პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან;

20:00 საათზე, აქცია საქართველოს პარლამენტთან.

ასევე, 20:00 საათზე, “პროფესიების პროტესტი რუსთაველზე“ - ჯანდაცვის სექტორი პარლამენტთან;

21:00 საათზე, საჯარო ლექცია საპროტესტო აუდიტორიის მიერ.

რაც შეხება რეგიონებს, 12:00 საათზე, ბათუმიდან სარფში (ევროპის მოედნიდან) გაიმართება მსვლელობა;

18:00 საათზე, მსვლელობა: „არა რუსულ დიქტატურას!“ (ცენტრალური პარკის კოლონადები);

19:00 საათზე, გაიმართება აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან სახელწოდებით „სამშობლოს სამსახურში!“

13:00 საათზე, სარფში გაიმართება „რეჟიმის ტყვეების მხარდამჭერი“ აქცია;

ზუგდიდში, 18:00 საათზე, სამხარეო ადმინისტრაციის წინ - „ბრძოლა გამარჯვებამდე“

18:00 საათზე, თელავში მერიის წინ უწყვეტი პროტესტი;

ქუთაისში, მერიის წინ, 19:00 საათზე, „კი ევროპას, არა რუსეთს!“

ჩხოროწყუში, 20:00 საათზე, მერიის წინ, “გაბედე პროტესტი ყოველდღე!“

ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან, 18:00 საათზე, „არა რუსულ რეჟიმს!“

გორში, საკრებულოს წინ, 17:00 საათზე, აქცია სახელწოდებით “გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!“