loader

"გო­გო­ნა 15 მეტ­რით მო­ის­რო­ლა. ახ­ლაც შოკ­ში ვარ" - უმძიმესი ავარია გლდანში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გო­გო­ნა 15 მეტ­რით მო­ის­რო­ლა. ახ­ლაც შოკ­ში ვარ" - უმძიმესი ავარია გლდანში

თბი­ლის­ში წუ­ხელ მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად მძი­მედ და­შავ­და სკო­ლის მოს­წავ­ლე. შემ­თხვე­ვა გლ­დან­ში მოხ­და.

რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, გო­გო­ნას ავ­ტო­მო­ბი­ლი იმ დროს და­ე­ჯა­ხა, როცა გზა­ზე გა­და­დი­ო­და. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნა მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბით კლი­ნი­კა ჯერ­არსშია გა­დაყ­ვა­ნი­ლი და ის მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა."სა­ში­ნე­ლი მუხ­რუ­ჭის და კი­ვი­ლის ხმა გა­ვი­გო­ნე. თეთ­რი მან­ქა­ნა შე­ას­კდა ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას და მი­ნი­მუმ 15 მეტ­რით მო­ის­რო­ლა. ახ­ლაც შოკ­ში ვარ. ძა­ლი­ან მინ­და იმის გა­გე­ბა ვინ არის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და რო­გორ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ახლა ის" - ჰყვე­ბა თვითმხილ­ვე­ლი.

რო­გორც AMBEBI.GE-ს შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლით.