"ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა" - "მთავარი არხი" ახალ განცხადებას ავრცელებს
"მთავარი არხის" თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა და ყოველდღე დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ჩვენ აღარ გვაქვს ყოველდღიური ოპერირების სახსრები.
გადაცემები, რომლებიც ვერ გავა ეთერში:საინფორმაციო გამოშვებებისპეც-ეთერებიპოსტ-ფაქტუმიმთავარი შაბათსდღის სტუმარიგანსხვავებული აქცენტებიღამის მთავარიშენი დილაშენი შუადღეშენი შუაღამელიტერატურული სამკუთხედიმთავარი მსოფლიოში ამ დროისთვის "მთავარი არხის" ეთერში გადის მხოლოდ ჩაწერილი გადაცემები, ძველი პროგრამების გამეორებები, სერიალები და ფილმები.ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გამოვნახოთ ალტერნატიული სახსრები სრულყოფილი ეთერის აღსადგენად, - ნათქვამია განცხადებაში.