loader

"ხვალ, ევროპის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გავივლით მარშს, რათა უარი ვუთხრათ რუსულ ავტორიტარიზმს" - არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების ბრიფინგი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხვალ, ევროპის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გავივლით მარშს, რათა უარი ვუთხრათ რუსულ ავტორიტარიზმს" - არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების ბრიფინგი

15 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში საპროტესტო მარში სახელწოდებით: „ჩვენი არჩევანი არის ან თავისუფლება, ან რუსული დიქტატურა!“ გაიმართება. აღნიშნულის შესახებ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საერთო ბრიფინგზე განაცხადეს.

მარშის ორგანიზატორები მოუწოდებენ მოქალაქეებს, გააპროტესტონ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, რომლებიც, მათი თქმით, „რუსული სცენარით ხორციელდება და ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას“.