"ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გადავიდეთ ახალ ეტაპზე" - გიორგი ვაშაძე
დედაქალაქში საზოგადოებრივი ჯგუფების, არასამთავრობო სექტორისა და მოქალაქეების ჩართულობით 15 თებერვალს საპროტესტო აქცია იგეგმება.
აქცია ხვალ სტარტს 18:00 საათზე ევროპის მოედანიდან აიღებს და მსვლელობით თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებს.
აქციებს უერთდებიან მათ შორის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.
მოთხოვნები უცვლელია- ხელახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება, მათ შოროსაა ბათუმელებისა და ნეთგაზეთის დამფუძმებელი მზია ამაღლობელი, რომელიც 34 დღეა პროტესტის უკიდურეს ფორმას შიმშილობას მიმართავს. ის ამ დრომდე კლინიკა ვივამედში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.