ვრცელდება უმძიმესი და დაუჯერებელი კადრები: ვეშაპმა ახალგაზრდა კაცი გადაყლაპა, მაგრამ რამდენიმე წამში უკან გაუშვა: ვიდეო მაგელანის სრუტეში ბიჭის მამამ გადაიღო
ჩილეში, პატაგონიის სანაპიროსთან გადაღებულმა გასაოცარმა ვიდეო კადრებმა ასახა მომენტი, როდესაც კაიაკერი კუზიანმა ვეშაპმა რამდენიმე წამით მთლიანად გადაყლაპა, შემდეგ კი უკან ამოუშვა.
ადრიან სიმანკასი კაიაკით მაგელანის სრუტეში მიცურავდა, როდესაც ურჩხული წყლიდან ამოვიდა და ახალგაზრდა კაცი მისი ყვითელი კაიაკით გადაყლაპა. მომენტი შემთხვევით მამამისმა, დელმა გადაიღო, რომელიც შვილს უკან მიჰყვებოდა.
"მეგონა, უკვე შემჭამა, თავიდან ვფიქრობდი, რომ მოვკვდი. რა თქმა უნდა, ძალიან შემეშინდა, რადგან ვფიქრობდი, რომ არა, ვეღარაფერს გავაკეთებდი" - უთხრა ბიჭმა Associated Press-ს, - "
მას შემდეგ, რაც ვეშაპის პირიდან გათავისუფლდა, ვიდეოში ისმის, როგორ ამშვიდებდა მამამისი შვილს. მაგრამ ახალი საფრთხე სწრაფად გაჩნდა.