"მისი გარეთ ყოფნა არ შეიძლებოდა" - რას ამბობენ ადგილობრივები კასპში მომხდარ მკვლელობაზე?
კასპის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. სოფელ სასირეთში ახალგაზრდა მამაკაცმა ოჯახის ხანდაზმულ წევრს დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც 80 წელს გადაცილებული ქალი გარდაიცვალა.
ბრალდებული - 35 წლის მამაკაცი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. თანასოფლელების თქმით, ბრალდებული გარდაცვლილის გერის შვილია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული.
ვიდეო: "TV პირველი"