loader

"მსოფლიო ლიდერები გავაფრთხილე, რომ არ დაიჯერონ, თითქოს პუტინი მზად არის ომის დასასრულებლად" - ვოლოდიმირ ზელენსკი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მსოფლიო ლიდერები გავაფრთხილე, რომ არ დაიჯერონ, თითქოს პუტინი მზად არის ომის დასასრულებლად" - ვოლოდიმირ ზელენსკი

მსოფლიო ლიდერები გავაფრთხილე, რომ არ დაიჯერონ, თითქოს პუტინი მზად არის ომის დასასრულებლად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინთან არავითარი მოლაპარაკებები არ შეიძლება დაიწყოს უკრაინის, ევროპისა და შეერთებული შტატების გაერთიანებული პოზიციის გარეშე.

“ვესაუბრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს. განვიხილეთ პირობები, რომლებიც უკრაინაში ხანგრძლივი და ნამდვილი მშვიდობისთვისაა საჭირო და შევთანხმდით, რომ პუტინთან არავითარი მოლაპარაკებები არ შეიძლება დაიწყოს უკრაინის, ევროპისა და შეერთებული შტატების გაერთიანებული პოზიციის გარეშე.

პრემიერ-მინისტრს შევატყობინე პრეზიდენტ ტრამპთან ჩემი საუბრის შესახებ, და განვიხილეთ საკვანძო მესიჯები და ყველა ევროპელის პოზიციის კოორდინაციის საჭიროება მთლიანად ევროპისთვის წარმატებული შედეგების მისაღწევად.

ხაზი გავუსვი, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს ძალის პოზიციიდან უნდა აწარმოებდეს, ძლიერი და სანდო უსაფრთხოების გარანტიებით, და ნატოს წევრობა პარტნიორებისთვის ყველაზე ხარჯთეფექტიანი იქნება. კიდევ ერთი საკვანძო გარანტია უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში სერიოზული ინვესტირებაა.

ასევე მსოფლიო ლიდერები გავაფრთხილე, რომ არ დაიჯერონ, თითქოს პუტინი მზად არის ომის დასასრულებლად”, - წერს ზელენსკი.