loader

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას საქართველოდან სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია დაესწრებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას საქართველოდან სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია დაესწრებიან

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას საქართველოდან მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია დაესწრებიან.

ოპოზიციის განცხადებით, კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინაში რუსეთის აგრესიის შეჩერება იქნება.

მათი შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან კონფერენციაში არმონაწილეობა ქვეყნის ინტერესებს აზიანებს და საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ დაარწმუნებს, რომ ქართველი ხალხი მოქმედ რეჟიმს არ აღიარებს.

ოპოზიცია ასევე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილს უფრო დიდი ლეგიტიმაცია აქვს, ვიდრე საქართველოს მმართველი გუნდის წევრებს.