ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ემოციურ ვიდეოკადრებს აქვეყნებს - "რასაც ყოველთვის, ყველაზე მძიმე მდგომარეობაშიც კი ახერხებს, მეფერება სადაც მომწვდება, თუნდაც ასე, გაუშლელი თითებით..."
"თითებს თავის ნებაზე ვერ შლის. კიდევ ბევრ რამეს ვერ აკეთებს თავის ნებაზე. რასაც ყოველთვის, ყველაზე მძიმე მდგომარეობაშიც კი ახერხებს, მეფერება სადაც მომწვდება, თუნდაც ასე, გაუშლელი თითებით… ამიტომ მჯერა,რომ გავიმარჯვებთ. სიყვარულის დღეს გილოცავთ" - ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდია 2019 წლის, 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი საზღვარგარეთ ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.