ვრცელდება უმძიმესი ვიდეო; ხალხში ავტომობილი შევარდა, დაშავებულია 28 ადამიანი - შემთხვევა მიუნხენში მოხდა
მიუნხენში ხალხში ავტომობილის შევარდნის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. დაშავებულთა შორის ორის მდგომარეობა მძიმეა.
რეგიონული ხელისუფლება აცხადებს, რომ მომხდარი, სავარაუდოდ, თავდასხმა იყო. ეჭვმიტანილი 24 წლის ავღანელი თავშესაფრის მაძიებელია. ის შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტანილი პოლიციისთვის ცნობილი იყო ქურდობისა და ნაროტიკებთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის.