loader

რას ამბობს გიორგი კეკელიძე მის გარემო ატეხილ აჟიოტაჟზე, რომ თითქოს პალატაში იმყოფება და ქიმიას უკეთებენ - "ეს არის მხატვრული ტექსტი, დოკუმენტურ  ამბავზე" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს გიორგი კეკელიძე მის გარემო ატეხილ აჟიოტაჟზე, რომ თითქოს პალატაში იმყოფება და ქიმიას უკეთებენ - "ეს არის მხატვრული ტექსტი, დოკუმენტურ  ამბავზე"

მწერალმა და "ბიბლუსის" შემოქმედებითმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს რომ პალატაში იმყოფება და ქიმიოთერაპიას უტარებენ.

ამ სტატუსს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ მწერალი მძიმე სენს ებრძვის და მისი მხარდამჭერი პოსტებიც მალევე გამოჩნდა.

რეალურად, კი ეს არის მხატვრული ტექსტი დოკუმენტურ ამბავზე, რომელიც ერთი ადამიანის არსენ გვენეტაძის ბრძოლას და გამარჯვებას ასახავს კიბოსთან და ყველა იმ ადამიანს ეძღვნება, ვინც ახლა შეიტყო ამ დიაგნოზის შესახებ.

"ეს არის ამბავი ერთ კაცზე, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა და ახლა ცდილობს, რომ გარკვეულწილად, სხვა ადამიანებისთვის იყოს მაგალითი. არის საკმაოდ რთული წიგნი და ფეხდაფეხ მიჰყვება აი, ამ გზას, თუმცა მხოლოდ ერთი ადამიანის ისტორია არ არის განცდითი, აზრით, რადგან სხვა ბევრ ონკოპაციენტთან მაქვს აქტიური მიმოწერა და გვინდა ეს წიგნი იქცეს ერთგვარ მოტივაციად და ძალად ამ სენთან მებრძოლი ადამიანებისთვის," - გვითხრა კეკელიძემ.