"გრიპით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა" - პაატა იმნაძე
მიმდინარე სეზონზე, გრიპით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. შემთხვევა 2 კვირის წინ მოხდა.
ინფორმაციისთვის, მედიკოსები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ მაღალია. გრიპის შემთხვევების ზრდასთან ერთად გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც.