"ერთი დიდი სიახლეა, მოდი, ღიად და პირდაპირ ვთქვათ, ძალიან სერიოზული სიახლეა" - გიორგი ვაშაძე
„ჩალის ფასი აქვსო“, იმიტომ ამბობენ, რომ ცდილობენ, ძალის იმიჯი შეინარჩუნონ მყიფე სიტუაციაში, რათა ჩავთვალოთ, რომ სანქციები მათზე არ მოქმედებს. რანაირად არ მოქმედებს? - ვადა აპრილამდეა: უნდა დაინიშნოს არჩევნები, - ამის შესახებ „ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” რეზოლუციის პროექტს, რომელსაც ევროპარლამენტი 13 თებერვალს უყრის კენჭს.
ვაშაძის თქმით, სიახლეა ის, რომ თუ აქამდე სანქციებს ევროკავშირი კონსენსუსის საფუძველზე იღებდა, „ახლა, ევროპარლამენტი ამბობს, რომ ამ გზას ყველა ეროვნულ დონეზე უნდა დაადგეს“.