სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე კონკრეტული გზავნილებით მიემგზავრება
აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების გათავოსუფლება და "ქართული ოცნების" მიერ განხორციელებული ქმედებები - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე კონკრეტული გზავნილებით მიემგზავრება.
სალომე ზურაბიშვილი პარტნიორებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის იმ ვითარებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა.
პოლიტიკური პარტიები აღნიშნულ ფაქტს მიესალმებიან.
ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ერთადერთია, რომელსაც ქართველი ხალხის სახელით საუბრის უფლება აქვს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას ოპოზიციონერი ლიდერი გიორგი გახარიაც მიიღებს. ექსპრემიერის თანაგუნდელები ყურადღებას იმ შეხვედრების მნიშვნელობაზე ამახვილებენ, რომელსაც გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში გიორგი გახარია გამართავს.