მზია ამაღლობელის ადვოკატები დღეს სასამართლოს, აღკვეთის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 33-ე დღეა, რაც პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავს.
იგი ამჟამად კლინიკა “ვივამედში” ექიმების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.
ამაღლობელი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
დღეს მისი ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით შუამდგომლობას წარადგენენ.
უფლებადამცველების თქმით, პატიმარი ჟურნალისტის საქმე აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომელიც ამ საქმეზე პოლიტიკური ნიშნით დევნას ადასტურებს. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენები მიიჩნევენ, რომ მზია ამაღლობელი ე.წ რეჟიმის ტყვეა. ისინი მის დაუყონლებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.