"ბოლოს მითხრა; დე, რაღაცას მოგწერო, ამიტომ დავეცი განგაშის ზარი, როგორც კი ეს პოსტი ვნახე" - ალექსანდრეს დედა შვილთან ბოლო საუბარს იხსენებს
თითქმის ერთი თვეა ბათუმში დაკარგულ 14 წლის მოზარდს, ალექსანდრე მიქელაძეს უშედეგოდ ეძებენ. იგი 16 იანვარს, 22 საათიდან გაუჩინარდა და მას შემდეგ კვალს ვერსად მიაგნეს. ალექსანდრე ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მეცხრე კლასის მოსწავლეა.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე, სკამზე იპოვეს, თურმე კამერებში ჩანს, სანაპიროსკენ მიმავალი ბიჭიც და მას შემდეგ კვალი ქრება.
მშოვლები უბედურ შემთხვევას და ამბის ცუდ დასასრულს გამორიცხავენ, ვარაუდობენ, რომ ალექსანდრეს სესაძლოა ჰყავდეს ხელძემწყობი, ვინც დამალვაში ეხმარება.