loader

ევროპარლამენტი დღეს კენჭს უყრის "საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ" რეზოლუციის პროექტს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ევროპარლამენტი დღეს კენჭს უყრის "საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ" რეზოლუციის პროექტს

ევროპარლამენტი დღეს კენჭს უყრის რეზოლუციის პროექტს - „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ”.

რეზოლუციის ავტორი 57 ევროპარლამენტარია, დაკავებული პირების გათავისუფლება, სანქციების მექანიზმის ამოქმედება და 26 ოქტომბრის არჩევნები - ეს მცირე ჩამონათვალია საკითხების, რომელზეც ევროპარლამენტის რეზოლუციაშია საუბარი.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ყურადღებას პარტნიორების მხარდაჭერაზე ამახვილებენ.

ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ ევროკავშირის სტრუქტურები რეზოლუციაში არსებულ ჩანაწერებს გაიზიარებენ და ქართულ ოცნებაზე ზეწოლას მაქსიმალურად გააძლიერებენ. ოპოზიცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ძალადობრივი ქმედებებისა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯების გამო მმართველი პარტია უნდა დასანქცირდეს.