loader

სტომატოლოგიურ კლინიკაში ქალი გარდაიცვალა - ტრაგიკული შემთხვევა ახალციხეში მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტომატოლოგიურ კლინიკაში ქალი გარდაიცვალა - ტრაგიკული შემთხვევა ახალციხეში მოხდა

დღეს, 12 თებერვალს, ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკაში 65 წლამდე ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ქალი კლინიკაში მისვლიდან რამდენიმე წუთში გახდა ცუდად, იქამდე ვიდრე სტომატოლოგიური მომსახურება ჩაუტარდებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს პაციენტი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

გამოძიება სსკ–ის 116–ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.