loader

ლექს-სენი სასამართლოში მივიდა - რა თქვა რეპერმა პროცესის დაწყებამდე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლექს-სენი სასამართლოში მივიდა - რა თქვა რეპერმა პროცესის დაწყებამდე?

თბილისის საქალაქო სასამართლომ მომღერალი ლექსო ქავთარაძე („ლექს-სენი“) ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 500 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

მომღერალს გასული წლის 29 დეკემბერს, მიმდინარე აქციაზე რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ. საქმე მოსამართლე ნინი ენუქიძემ განიხილა. როგორც მომღერალმა განაცხადა, ის 29 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე ნამდვილად იმყოფებოდა აქციაზე, თუმცა იდგა ნაძვის ხესთან და გზა არ გადაუკეტავს.

შსს-ს წარმომადგენლის განმარტებით, საქმეში არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც მომღერლის მხრიდან გზის გადაკეტვა ჩანს. საპირისპიროს ამტკიცებდა ლექსო ქავთარაძის ადვოკატი, ამიტომ მან ადმინისტრაციული სამართალწარმოების შეწყვეტა მოითხოვა. საბოლოო ჯამში, მოსამართლემ შსს-ს შუამდგომლობა გაითვალისწინა და მომღერალს ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა.