loader

უწყვეტი პროტესტის 76-ე დღე - რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უწყვეტი პროტესტის 76-ე დღე - რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად, დემონსტრანტებმა საკანონმდებლო ორგანოსთან სავალი გზის დაკავება მაინც მოახერხეს.

ისინი სკანდირებენ: "თავისუფლება პოლიტპატიმრებს, ცეცხლი ოლიგარქიას!"

აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, გათავისუფლდეს "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი, რომელიც პროტესტის ნიშნად 31-ე დღეა შიმშილობს.

უწყვეტი პროტესტის 76-ე დღეს აქციის მონაწილეები ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.