loader

"ჩემი უჭკვიანესი, უკარგესი და გამოუშვეს იუსტიციის სახლიდან - ქოცობა შენი დამღა იქნება სულ" - რას წერს ცოტნე კობერიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი უჭკვიანესი, უკარგესი და გამოუშვეს იუსტიციის სახლიდან - ქოცობა შენი დამღა იქნება სულ" - რას წერს ცოტნე კობერიძე

კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი, ცოტნე კობერიძე, წერს, რომ იუსტიციის სახლიდან, სადაც მისი და მუშაობდა გაათავისუფლეს.

"ჩემი უჭკვიანესი, უკარგესი და გამოუშვეს იუსტიციის სახლიდან, საკუთარი სწორი პოზიციის და პროტესტის გამო. მე ქეთისთან ერთად ვაპირებ ამ ქვეყანაში ცხოვრებას, დაბერბას, მერე სიამაყეს იმით, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვიდექით. რაც შეეხება იუსტიციის მინისტრს ანრი ოხანაშვილს, ვანახებ რა ფასი ჯდება ახალგაზრდა ადამანების დაჩაგვრა სწორი პოზიციების გამო.

შე ქოცო, არც იცი ამ ერთი ავადმყოფი კაცისთვის დამონებას რა სიცილ კისკისით ამოგადენთ თავისუფალი თაობა. ქოცობა შენი დამღა იქნება სულ, ქოცობა რასთან ასოცირდება ახალგაზრდებისთვის გაიკითხე, მიხვდები რა ეგონები იმ ადამიამებს, ვისაც ბიძინაზე სამჯერ დიდხანს მოგვიწევს ცხოვრება და გადაშენების პირას მყოფი ქოცებით გართობა. ისტორიას დარჩება თქვენი ქოცობა, აისტორიას დარჩება ჩვენი ხმაა."