ამ წუთებში, 18:00 საათიანი მოამბე თავად პროდიუსერს, მაია ჭუჭულაშვილს მიყავს - "TV პირველის" ინფორმაციით, "მოამბის" წაყვანაზე ყველა წამყვანმა უარი თქვა
საზოგადოებრივ მაუწყებელზე 18:00 საათიანი "მოამბე" ამ წუთებში თავად პროდიუსერს, მაია ჭუჭულაშვილს მიჰყავს, რომელმაც პროტესტის ნიშნად უარი თქვა მოემზადებინა გამოშვება, რომელსაც ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი წაიყვანდა.
როგორც "TV პირველი" წერს, მათი ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე 18:00 საათიანი "მოამბის" წაყვანაზე ყველა წამყვანმა უარი თქვა.
შეგახსენებთ, რომ 4 თებერვლის შემდეგ 18:00 საათიანი "მოამბე" ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს აღარ მიჰყავს. ტელეწამყვანი, რომელიც სინდისის პატიმარს სოლიდარობას პირდაპირ ეთერში უცხადებდა, მისწერეს, რომ გადაცემიდან მოხსნილი იყო.