"ამაში შევცდი, მეც ადამიანი ვარ და ფაქტია, გამომრჩა, ეს მესიჯი მინდა მივიდეს მასთან - დე, შენ აუცილებლად ჩემთან იცხოვრებ" - ალექსანდეს დედა
ბათუმში დაკარგული 14 წლის ალექსანდრე მიქელაძის დედა, ნათია დიაკვნიშვილი, საკუთარ შვილს მიმართავს და ჰპირდება რომ აუცილებლად მასთან იცხოვრებს.
"მაგრად ჩავეხუტები, როცა მას სურვილი ექნება მაშინ მოვისმენ მისგან, ზედმეტ კითხვას არ დავუსვამ. მამასთანაც კარგად იყო, მაგრამ ჩემთან მეტი სულიერი სიახლოვე ჰქონდა. დე, შენ აუცილებლად ჩემთან იცხოვრებ!
თბილისში ვიყავი, უფროს შვილთან, სტუდენტია. ალექსანდრე ძმასთან ერთად დარჩა ბათუმში," - ამბობს ალექსანდრეს დედა.
ალექსანდრე 16 იანვარს გაუჩინარდა.