რას ამბობს ექიმი ლაშა გაბიტაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?
"მისი (ლაშა გაბიტაშვილის) გადმოცემით, ურტყეს თავში, სახეში, გულ-მკერდის არეში. შემოსვლისას ჩაუტარდა კვლევები, თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია . პაციენტს აღენიშნება თავს ტვინის შერყევა, შევთავაზეთ ჰოსპიტალიზაცია, თუმცა აცხადებს უარს და ამბობს, რომ ხელწერილის საფუძველზე დატოვებს კლინიკას" - ამბობს კლინიკის ექიმი ანა დალაქიშვილი.
ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც აბუ - დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, აცხადებს, რომ ქუჩაში თავს ნიღბიანები დაესხნენ.
სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაბიტაშვილი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც სახეზე დაზიანებები აღენიშნება. გაბიტაშვილი აცხადებს, რომ მას მაშინ, როცა გარეთ ძაღლს ასეირნებდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ვიდეო: "მთავარი არხი"