დიდი სკანდალი, ბადრი პატარკაციშვილის შვილის 32.5 მილიონ ფუნტად შეძენილ ბინას ჩრჩილები ანადგურებდნენ - მილიარდერის ქალიშვილმა სასამართლო დავა მოიგო
მილიარდერის ქალიშვილმა, რომელმაც "ჩრჩილით სავსე“ სასახლე იყიდა, სასამართლო დავა მოიგო - წერს უცხოური მედია, ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილზე, ია პატარკაციშვილზე.
ბრიტანული "დეილი მეილის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ "ია პატარკაციშვილმა მეუღლესთან, სტომატოლოგ დოქტორ ევგენ ჰუნიაკთან ერთად, 2019 წლის მაისში ნოთინგ ჰილში, დასავლეთ ლონდონში მდებარე სახლი 32.5 მილიონი ფუნტად იყიდა.
მაგრამ მალევე აღმოაჩინეს, რომ სახლში უამრავი ჩრჩილი ცხოვრობდა. მალე წყვილმა აღმოაჩინა, რომ მწერებმა გაანადგურეს ტანსაცმელი, ღვინო და სხვა საოჯახო ნივთები.
წყვილმა მრავალმილიონიანი სასამართლო დავა მოუგო მაღალი კლასის უძრავი ქონების დეველოპერს, უილიამ ვუდვორდ-ფიშერს. განაგრძეთ კითხვა