loader

პოლიციამ ლევან გოგიჩაიშვილი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციამ ლევან გოგიჩაიშვილი დააკავა

რუსთაველის გამზირზე „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი, პოლიციამ დააკავა.

არსებული ინფორმაციით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სამართალდამცველებმა იმ დროს დააკავეს, როცა ის მომიტინგეებთან ერთად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს გზის გადაკეტვას ცდილობდა.

რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის უფლებას არ აძლევენ. პარლამენტის წინა პერიმეტრზე პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული, შესაბამისად, მომიტინგეებს არ ეძლევათ შესაძლებლობა უშუალოდ, გზის სავალ ნაწილზე გააგრძელონ პროტესტი. დემონსტრანტები სკანდირებენ: “არ გავჩერდებით, ჩანიშნე არჩევნები”, "გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები", “ცეცხლი ოლიგარქიას”, “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”. პროტესტის 75-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.